შსს-მ თეთრიწყაროში 2 კილო და 300 გრამი „ჰეროინი“, „მორფინი“ და „კოდეინი“ ამოიღო - Palitra News

შსს-მ თეთრიწყაროში 2 კილო და 300 გრამი „ჰეროინი“, „მორფინი“ და „კოდეინი“ ამოიღო

2020-08-17 11:14:22+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თეთრიწყაროში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ჯამში ამოღებულია 2 კილო და 300 გრამი ნარკოტიკული საშუალებები, რომელიც „ჰეროინს“, „მორფინს“ და „კოდეინს“ მოიცავს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულია 1958 წელს დაბადებული პირი, რომლისთვისაც წარდგენილი ბრალი 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.