შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, 1 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინი" და ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ჩადენილი დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.