ფონიჭალაში ჩატარებულ სპეცოფერაციასთან დაკავშირებით შსს-ში განცხადება გაკეთდა შსს-მ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების მეშვეობით თბილისში, მარნეულში, ლაგოდეხში, რუსთავსა და ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის 21 პირი დააკავა, მათ შორის 18 ნარკორეალიზატორია. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდნენ.
ამასთან, სამართალდამცველებმა მათი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკები ამოიღეს. დაკავებულებს რალი განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში, უკანონო გასაღებასა და ჯგუფურად ჩადენილ უკანონო გასაღების მცდელობაში ედებათ.
გამოძიება დაწყვებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით, რაც 8-20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.