თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1984 წელს დაბადებული პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, 1969 წელს დაბადებულ პირისთვის, ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის ID ბარათის დამზადების სანაცვლოდ მოტყუებით 300 აშშ დოლარს დაეუფლა. დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა მოქალაქეების პირადობის მოწმობები და სხვა დოკუმენტები.
შსს-ის ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.