სამცხე-ჯავახეთში 12 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის 38 ფაქტი გამოვლინდა.ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს."სამართალდამცველებმა, მხილებულების ავტომანქანებიდან, ახალქალაქში - უსაბუთო ხის მასალა, ბორჯომში - უკანონოდ გაჩეხილი, ნაძვის ჯიშის მრგვალი მორები, ახალციხესა და ბორჯომში კი, ადგილობრივების კუთვნილი სახერხი საამქროებიდან, უკანონოდ მოჭრილი მრგვალი მორები ამოიღეს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები," - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. გამოძიება საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისა და ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე მიმდინარეობს.