სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალის ამოღების შედეგად 1 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად კალაშნიკოვის სისტემის „აკს"-ის მოდელის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა და მაკაროვის სისტემის კუსტარულად გადაკეთებული პისტოლეტი ამოიღს. ამოღებულ ცეცხლსასროლ იარაღებსა და საბრძოლო მასალაზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.