სამართალდამცავებმა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
როგორც "პალიტრანიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო: "EKOL Tisa"-ისა და "KRAL"-ის მოდელების 2 პისტოლეტი, "აკს"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 700 ვაზნა, ტყვიამფრქვევის 20 ვაზნა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნებისთვის განკუთვნილი დენთი. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.