შინაგან საქმეთა სამინისტრო სახალხო დამცველის მიმართ ინტერნეტსივრცეში მუქარის შემცველი შეტყობინებების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული. დაწყებულია გამოძიება სახალხო დამცველის მიმართ ინტერნეტსივრცეში მუქარის შემცველი შეტყობინებების გავრცელების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით. გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და და საპროცესო მოქმედება.- აღნიშნულია განცხადებაში.