საქართველოში ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით შსს-მ რუსეთის სამი მოქალაქე დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დაკავებულები ორგანიზებულ ნარკორეალიზატორთა ჯგუფს წარმოადგენდნენ, რომლებიც საქართველოში ნარკოტიკების გასაღების მიზნით ჩამოვიდნენ. ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მცირე შეკვრებად აფასოებდნენ, თბილისის სხვადასხვა მისამართებზე სამალავებში ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ და ინტერნეტში მისი გასაღების მიზნით აღნიშნულ ფოტოებს აქვეყნებდნენ. სპეცოპერაციის დროს ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. დანაშაული 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.