შსს-მ საერთაშორისო ნარკოდანაშაულის ფაქტი გახსნა - Palitra News

შსს-მ საერთაშორისო ნარკოდანაშაულის ფაქტი გახსნა

2021-06-02 13:01:49+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული პირი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა.გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სომხეთის რესპუბლიკიდან ნარკოტიკულ საშუალებებს იღებდა.

პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალებები: „ალფა-პვპ“, „მეფედრონი“ და „ალფა-პვპ“-ის მულიაჟი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.