საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის სტუმრებიდან 32 პირი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის გამო დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორისაა თავად პოზნერი.
რაც შეეხება სხვა პირებს, 41 პირიდან 9 პირს იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია.
ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 პირიდან 9 პირს, იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია. გვიან ღამითვე დაჯარიმდა სასტუმრო “ვინოტელი”.შეგახსენებთ, რომ რუსი ჟურნალისტი, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში სტუმრებთან ერთად დაბადების დღის აღსანიშნავად იყო ჩამოსული, თუმცა ქართველი აქტივისტების პროტესტის გამო, ის იძულებული გახდა თბილისი ვადაზე ადრე, ჩარტერული რეისით დაეტოვებინა.