სამართალდამცველებმა 1990 წელს დაბადებული პირი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ შეიარაღებული ბრალდებული თბილისში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე "ნიკორას" მაღაზიას თავს დაესხა, ფული გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, თბილისში დააკავეს.