შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბრის ამსახველი ფარული ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგინდ, რომ ჩანაწერი დამონტაჟებული არ არის და ჩაწერილი ხმები ნამდვილად მამუკა ახვლედიანს და ნიკა გვარამიას ეკუთვნით.აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი გამოკითხვაზეა დაბარებული. ახვლედიანსა და გვარამიას შორის არსებული ჩანაწერი 3 ოქტომბერს გავრცელდა.