შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, ესპანეთის მოქალაქე, თბილისში დააკავა. სამართალდამცველებმა, დაკავებულისგან 4 შეკვრად დაფასოებული, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 56 აბი და 7,2 გრ კანაფის ფისის შემცველი ნარკოტიკი ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.