შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ძმები დააკავა - Palitra News

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ძმები დააკავა

2019-04-03 14:09:00+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ნარკოდანაშაულისთვის ძმები დააკავეს. პოლიციამ ერთ-ერთი დაკავებულის ბინის ჩხრეკისას 30 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "სირეცი" ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს