შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებით მიმდინარე 18-დღიანი საინფორმაციო კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც ამავე კამპანიის ფარგლებში გამოცხადებული ესსეების კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. პირველ სამ ადგილზე გასულ ავტორებს "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელის სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ. ასევე, დაჯილდოვდა ჟიურის სამი რჩეული კონკურსანტი, რომლებსაც სპეციალური სერტიფიკატები და სამახსოვრო პრიზები გადაეცათ. გამარჯვებულები შინაგან საქმეთა მინისტრის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებმა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა დააჯილდოვეს.