18:25
23 იანვარი, 2022, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
შსს-მ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავა
20-10-2021

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას თავად შსს ავრცელებს.

უწყების განმარტებით, დაკავებულ პირს ბრალად დანაშაულის დაფარვა ედება.

„პოლიციამ, მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით ერთი პირი - 1989 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავა.

სამართალდამცველებმა საქმეზე ამავე ბრალდებით უკვე სამი პირი დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, რაც მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს.

დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსჯავრდებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. აქტიურ რეჟიმში ტარდება ყველა შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება“, - ნათქვამია განცხადებაში.

AutoPlay
ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტებმა უკრაინის მხარდამჭერი აქცია გამართეს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
უკრაინის საელჩოსთან მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
დიდი ბრიტანეთი რუსეთს გაფრთხილებას უგზავნის
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ლისის ტბაზე "ბედნიერების ვექტორი 2022"-ის პირველი, სადებიუტო მსვლელობა-მარათონი გაიმართა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
მოგიწოდებთ, არ გადახვიდეთ გაყინული წყლის ზედაპირზე - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
აგრესია დასრულდება მაშინ, როცა დასავლეთი რუსეთს გაუგზავნის მკაფიო სიგნალს: "უკრაინა ერთ-ერთი ჩვენგანია, არასდროს დაგიბრუნდებათ" - დმიტრო კულება
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები