მეტროსადგურ „რუსთაველში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, როდესაც ერთი მამაკაცი ორ ახალგაზრდას საყურის გამო ფიზიკურად გაუსწორდა, პოლიციამ უკვე დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული 1986 წელს დაბადებული ნიკოლოზ ჩალიგავაა. უწყების ცნობით, აღნიშნული პირი მიმალვას ცდილობდა ის ვაშლიჯვრის სასაფლაოსთან დააკავეს.
შეგახსენებთ ინციდენტი რუსთაველის მეტროში ოთხშაბათს ღამე მოხდა რამდენიმე მამაკაცი ორ ახალგაზრდას, სავარაუდოდ, საყურის გამო ფიზიკურად გაუსწორდა. თვითმხილვეთა ინფორმაციით, დაშავებულები ქუჩის მუსიკოსები არიან, რომლებიც მეტროთი გადაადგილდებოდნენ. მათივე ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ერთ-ერთი მამაკაცი ყვიროდა, რომ საყურე ქართველ კაცს არ უხდება და ახალგაზრდას მის მოხსნას სთხოვდა. დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალა სიციალურ ქსელებში ვრცელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინცინდენტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ზ" ქვეპუნქტით და 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყეს, რაც რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ ძალადობას და ხულიგნობას გულისხმობს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს მოწმეთა დაკითხვაც.