შსს-მ ხაშურში 60 წლამდე ქალის მკვლელობის ბრალდებით მისი მეუღლე დააკავა. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მჩხვლეტავი საგნის გამოყენებით, ყელის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მკვლელობა ხაშურში გუშინ მოხდა.