კასპში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ცხელ კვალზე ორი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.დაკავებულები მიმდინარე წლის 24 აპრილს, კასპის რაიონის სოფელ ფერმაში, ყაჩაღურად თავს დაესხნენ ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლს, იარაღის მუქარითა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით ფული, ოქროს სამკაულები და სხვა ნივთები გასტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.