"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ოფისთან მოძრაობა "შეცვალე" და "სირცხვილიას" წევრები აქციას მართავდნენ. მოგვიანებით, იქ "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.
"სირცხვილიას" წევრების ინფორმაციით, დაპირისპირებისას აქციის 5 მონაწილე დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტისას პოლიციას არავინ დაუკავებია.