სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 2 პირი დააკავეს. უწყების ცნობითვე, ჩადენილი დანაშაული 4-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს განმარტებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები სოფელ დიღომში მცხოვრებ ერთ-ერთ მოქალაქეს - ყოფილი თანამშრომლის ვალის დაბრუნების მოტივით დაუკავშირდნენ და 2 500 ლარის გადახდა მოსთხოვეს, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.