შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თბილისსა და ბათუმში, კიბერდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს. ბრალდებულებმა 13 სხვადასხვა მოქალაქის პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენებით, უნებართვოდ შეაღწიეს მათ კუთვნილ ინტერნეტ-ბანკისა და ონლაინ-აზარტული თამაშების ელექტრონულ ანგარიშებზე, რის შემდეგაც, ამ სისტემის მეშვეობით, სხვადასხვა ხერხით დაეუფლნენ, ჯამში, 42 000 ლარს.
უწყების ინფორმაციით გრძელდება მუშაობა, სხვა შესაძლო დაზარალებული პირების გამოკვეთა-დადგენის მიზნით.