შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, დაკავებულია წარსულში ნასამართლევი პირი.
"სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს: 0,4 გრამი ბუპრენორფინის შემცველი 57 აბი, 0,2 გრამი მეტადონის შემცველი 7 აბი, ასევე 56,3 გრამი ფხვიერი მასა, რომელიც 6,6 გრამ ჰეროინს შეიცავს", - აღნიშნეს შსს-ში.
გამოძიება დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.