შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "კოკაინის", "ჰეროინის" და "სუბუტექსის" გავრცელება აღკვეთა. სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქობულეთში ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ამოიღო.