„ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ მასალაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ პალიტრანიუსს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. ინციდენტში მონაწილე მხარეები ამ წუთებში ვერის პოლიციაში გამოკითხვაზე არიან გადაყვანილი.შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ ინფორმაცია "ევროპულმა საქართველომ" გაავრცელა. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, მე-17 უბანზე ამომრჩეველზე ზეწოლას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი დავით იმნაძე ცდილობდა.