შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას აგარაკის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. 29 წლის მამაკაცმა მინისტრის აგარაკზე უკანონოდ შეაღწია, საიდანაც სხვადასხვა ნივთი მოიპარა. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 16 მარტს დაბა წყნეთში მდებარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას აგარაკზე უკანონოდ შეაღწია, საიდანაც სხვადასხვა ნივთი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნულ საკითხზე კომენტარი მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა.