შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლქვაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობა გახსნა. დაკავებულია ორი პირი. ერთ-ერთი მათგანი 1987 წელს დაბადებული მამაკაცი უშუალოდ მკვლელობაშია ბრალდებული, მეორე კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში. ამასთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ მკვლელობა ოქტომბრის ბოლოს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს - 1976 წელს დაბადებულ პირს ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი რამდენიმე საათის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა ცხედარი თავისი საცხოვრებელი სახლის გვერდით მდებარე სათავსოში დამალა. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.