შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან დღეს პანდორას ყუთი გაიხსნა, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის უფლებადამცველი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელმა ალეკო ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში 360 გრადუსი“ განაცხადა. მისივე განცხადებით, რთულია მიხეილ კალანდია პოლიტპატიმრად იქცეს.„რატომ დააკავეს მიხეილ კალანდია ასე მალე სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ? - ამ კითხვას შეიძლება სხვადასხვა ახსნა მოეძებნოს. შეიძლება ვეძებოთ პოლიტიკური შემადგენელიც. ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაგალითად, არსებობდა მიმალვის საფრთხე თუნდაც და სხვა გამოსავალი აღარც ჰქონდა პროკურატურას დაეკავებინა ის ადამიანი, ვის დაკავებასაც მოითხოვდა დაზარალებული ჯერ კიდევ გამოძიების ეტაპზე. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაციაც ეს იყო, რომ დაეკავებინათ მიხეილ კალანდია იმიტომ, რომ გამოიკვეთა სავარაუდოდ დანაშაული კომისიის ჩატარებული გამოძიების შედეგად. ეს დაკავება იყო დაგვიანებული, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე, არასდროს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.ხორავას საქმე,