სამართალდამცველებმა მარტვილში მომხდარი ყაჩარობა გახსნეს. შსს-მ ყაჩაღობის და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა. ერთ-ერთი ბრალდებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, პოლიციამ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ "აბრეზი" ამოიღო. შემზარავი ყაჩაღობა მარტვილის რაიონში რამდენიმე დღის წინ მოხდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები სოფელ ნაგვაზაოში, ყაჩაღურად თავს დაესხნენ, პენსიონერ დებს სახლიდან ფული და ოქროს სამკაულები გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ერთ-ერთი ქალბატონი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
იხილეთ:
მარტვილში ყაჩაღებმა პენსიონერი დები აწამეს - "შეკოჭეს, ერთი დაჩეხილია, ეს მოახრჩვეს"