სამართალდამცველებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1195 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 1050 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.
იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.