ბათუმის საკრებულოში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც "პალიტრანიუსს" შსს-ში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე ყველა პირი დაიკითხება.
ბათუმის საკრებულოში სხდომა, რომელზეც დღეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთმანეთს ფიზიკურად ორჯერ დაუპირისპირდნენ, ამ დროისთვის დასრულებულია. „ნაციონალური მოძრაობის“ ნაცემი წევრი საავადმყოფოშია გადაყვანილი.