შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების მეორე ტურის დროს ანა ბარამიძის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე და თამარ მეტონიძის მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. აღნიშნულ ფაქტებზე მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და მიმდინარეობს დამატებით რამდენიმე ფაქტის შესწავლა. - აცხადებენ შსს-ში.