სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1107 ფაქტი გამოვლინდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. პირბადის წესის დარღვევისთვის 986 ფიზიკურ პირს გამოეწერა ჯარიმა.