შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 კილოგრამი „ჰეროინი“ ამოიღო და დანაშაულში ბრალდებული 1 პირი დააკავა.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ- სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული პირი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „ჰეროინის“ შემცველი 1 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.