19:46
22 იანვარი, 2021, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
შსს „ქურდული სამყაროს“ წევრების ფარულ ჩანაწერებს ავრცელებს
05-12-2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებებისა და სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, თბილისში 2 პირი დააკავეს. 1974 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ დ.ხ.-სა და 1997 წელს დაბადებულ ნ.ბ.-ს ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს“ წევრობა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება, ჩადენილი ჯგუფურად. ბრალდებულებმა ბიზნესმენს, რომელიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საქმიანობდა, ე.წ. „კანონიერი ქურდის“ - ბორია აფაქელას სახელით, „ქურდული სამყაროს“ სასარგებლოდ, 10 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვეს. ბრალდებულები ბიზნესმენს იარაღის დემონსტრირებით დაემუქრნენ, რომ მოთხოვნილი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მას ძალის გამოყენებით გადაიყვანდნენ თურქეთის რესპუბლიკაში, ე.წ. „კანონიერ ქურდთან“ საქმის გარჩევის მიზნით. სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მას შემდეგ დააკავეს, როდესაც მსხვერპლმა მათ მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 5 000 აშშ დოლარი გადასცა. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

AutoPlay
ერდოღანის განცხადებით, თურქეთი კვირის ბოლოსთვის ჩინეთიდან ვაქცინის დამატებით 10 მილიონ დოზას ელოდება
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ ვაშლიჯვრის დასახლებიდან ნუცუბიძის ქუჩაზე მიმავალ გზაზე მანქანით მოძრაობა "გაუსაძლისია"
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმეზე დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, ბოკოვის მიმართ წაყენებული ბრალდება არ დასტურდება
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გიორგი გახარია EBRD-ის რეგიონული დირექტორის შეხვდა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3044 ლარი გახდა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
goga
06-12-2020
ჭკუას ვერ ისწავლიან სანამ სულ არ გადაშენდებიან
გიორგა
05-12-2020
,..ფთუი თქვენი ..... ...... . ამათ, რომ თავს გააწეწინებ მართლა გასაწეწი ხარ!
სხვა სიახლეები