შსს ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაციას გეგმავს - Palitra News

შსს ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაციას გეგმავს

2018-11-25 14:11:50+04:00

უახლოეს პერიოდში შს სამინისტროს ინიციატივით, მოხდება ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა სახის მართლმსაჯულების სისტემის მიღმა ურთიერთდამოკიდებულების გამოკვლევა ან გარჩევა ასევე იქნება კრიმინალიზებული, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას, ზუგდიდში განაცხადა.