14:27
12 ივლისი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
შსს კადრებს ავრცელებს, სადაც ბათუმში ხულიგნობის ფაქტია ასახული
27-05-2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ასაჯაროებს კადრებს, სადაც ასახულია ხულიგნობის ფაქტი, რის საფუძველზეც, მიმდინარე წლის 7 მაისს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში 2 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირს წარედგინა ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით. დაკავებულები ამ დროისთვის იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში.
დღეს, დაკავებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ბრალდებულების გათავისუფლების მოთხოვნით, ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს, რომლის მსვლელობისას შეეცადნენ ცენტრალური გზის გადაკეტვას. პოლიციის არაერთი კანონიერი მოთხოვნის მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა განაგრძეს საზოგადოებრივი წესრიგის დაარღვევა და ძალადობრივი მეთოდებით შეეცადნენ გზის გადაკეტვას.
პოლიციის მიერ, ბათუმში მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სულ დაკავებულია 30 პირი.

AutoPlay
დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სახლს კიდევ 126 ეკომიგრანტი ოჯახისთვის შეისყიდის
გამოქვეყნდა 16 წუთის წინ
თელავში საქმიანი ეზო მოეწყო
გამოქვეყნდა 16 წუთის წინ
"ხორბლის მაღალი, ხარისხიანი და მყარი მოსავლის მიღების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ" კახეთის მხარეში ტრენინგები გაიმართა
გამოქვეყნდა 17 წუთის წინ
აშშ-ის პრეზიდენტი პანდემიის განმავლობაში საჯაროდ პირველად გამოჩნდა პირბადით
გამოქვეყნდა 17 წუთის წინ
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახი ინფორმაციის მიღებას წითელი ჯვრის მეშვეობით შეეცდება
გამოქვეყნდა 18 წუთის წინ
საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა
გამოქვეყნდა 19 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
გია
28-05-2020
აქციის კადრები როცა ვნახე ტელევიზიით, მეტი ადამიანი იყო იქ დასაკავებელი ისე იქცეოდნენ.
სხვა სიახლეები