შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე გამთენიისას განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყებაში განმარტავენ, რომ სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები გააფრთხილეს და მათ მისცეს გონივრული ვადა, რომ ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები და გზის სავალი ნაწილი. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემდეგ სპეცრაზმმა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა, მათ დაატოვებინეს პარლამენტის შესასველელბის მიმდებარე ტერიტორია და ახლა ადგილზე პერიმეტრს სამართალდამცველები აკონტროლებენ.
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით დაკავებულია 28 პირი."სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო სამმა მოქალაქემ", - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.