შსს იძიებს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოზე დაფიქსირებულ ფაქტს, რომელშიც ჩანს, როგორ ეჯახება საპატრულო პოლიციის ავტომანქანა ფეხით მოსიარულე ქალს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ხაშურში ორი დღის წინ მოხდა.შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხაშურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო. შსს-ში აცხადებენ, რომ პირველადი ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ფეხით მოსიარულე ქალმა გზა გადაუჭრა, რის შედეგადაც შეჯახება მოხდა.შსს-ს ცნობით, ქალი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მას პირველადი დახმარება გაეწია. რამდენიმე საათში, მან საავადმყოფო დატოვა.