შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, პოლიციამ „გირჩის“ ლიდერები იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა, - ამის შესახებ სამინისტროში განაცხადეს. “შინაგან საქმეთა სამინისტრო „გირჩის“ მიერ ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებულ განცხადებებს აფასებს როგორც დანაშაულის ორგანიზების განზრახვას, სამართალდარღვევების ჩადენისკენ მოწოდებას და მოქალაქეთა წახალისებას ჩაებან კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში. აღნიშნული განცხადებების საფუძველზე, სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით, რაც მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს.“, - აცხადებენ შსს-ში.
იხილეთ: