23:11
23 ნოემბერი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
შსს გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელსაც 5 ადამიანი ემსხვერპლა, ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
30-10-2020

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტო გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის 5 მგზავრი, ხოლო 11 ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო.

"2020 წლის 30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.

პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის 5 მგზავრი, ხოლო 11 ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო.

ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს",- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

AutoPlay
ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში გიორგობა აღნიშნეს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც ყოფილ მეუღლეს საკანცელარიო დანით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა ბაზრობების წარმომადგენლებთან შესაძლო დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების საკითხი განიხილა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
სომხეთი აზერბაიჯანს 120-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს გადასცემს
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
ჩვენ ვლაპარაკობთ სიწმინდეებზე და არა კარტოგრაფებზე, ამას რა მოჰყვება გამოძიებას უნდა ჰკითხოთ - ანდრია ჯაღმაიძე
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები