შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის პოლიცია შეშელიძის ქ.N4-ში მდებარე მაღაზია ,,ბეკო"-დან მობილური ტელეფონების ქურდობის ფაქტზე ინტენსიურ საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს. უწყების ინფორმაციით, 22 ივლისს, 05:35 საათზე, სამმა პირმა მეტრო „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ არსებული ტექნიკის მაღაზია "ბეკოდან" მობილური ტელეფონები მოიპარა და მიიმალა. მიმდინარეობს დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირებისთვის შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 177- ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 3-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.