შინაგან საქმეთა სამინისტრო ე.წ. "ქურდული სამყაროს" წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრების ინიციატივით გამოდის. სამინისტროს აკადემიაში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილეს სამინისტროს მიერ შემუშავებული ინიციატივები, რომლებიც ე.წ. "ქურდული სამყაროსა" და ე.წ. "კანონიერი ქურდების" წინააღმდეგ კანონმდებლობის დახვეწასა და გამკაცრებას გულისხმობს. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტები უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას დასამტკიცებლად გადაეგზავნება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე მთავრობას წარუდგენს საკანონმდებლო პაკეტს ე.წ. "ქურდული სამყაროს" წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრების მიზნით.