03:29
9 აგვისტო, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
შსს ძიუდოისტ ლაშა ბექაურს დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას ედავება
08-12-2019

ძიუდოისტს, მსოფლიო ჩემპიონს, ლაშა ბექაურს შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და ხულიგნობას ედავება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ბექაური სამართალდამცველებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

„ლაშა ბექაურის მიმართ დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით. მოგვიანებით ბექაური, სამართალდამცველებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს“, - აცხადებენ შსს-ში.

ცნობისთვის, ძიუდოისტი, მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ბექაური სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ბექაურმა სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც სპორტსმენი ამბობს, შემთხვევა გუშინ საღამოს მარჯანიშვილის ქუჩაზე მოხდა. ბექაურის თქმით, პოლიციელებთან შელაპარაკება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის მოთხოვნას მოჰყვა.

AutoPlay
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი არ ენდობა გამოძიებას და მანქანის ექსპერტიზას ელოდებ
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
ფონიჭალაში 1 წლამდე ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მეთოთხმეტე სართულიდან გადმოვარდა
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
არჩილ თალაკვაძე - ის, რაც სააკაშვილმა გუშინ გააკეთა, პოლიტიკური ფარისევლობის უმაღლესი მწვერვალია
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე მთავრობის წარმომადგენლების გარდა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნ
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
კახა კალაძე - 2008 წლის ომში უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება სააკაშვილს და მის გუნდს
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
მინისტრები აგვისტოს ომის შესახებ საუბრობენ
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები