19:34
28 თებერვალი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
შსს - დაკავებულია პირი, რომელმაც ბიზნესპარტნიორი მოკლა, ცხედარი ლითონის კასრში მოათავსა და ცეცხლი წაუკიდა
02-12-2019

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წელს მომხდარი გახმაურებული მკვლელობა გახსნა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 40 წლის პირი.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ბიზნეს პარტნიორი ჯერ მოკლა, შემდეგ კი მისი ცხედარი კასრში მოათავსა და ცეცხლი წაუკიდა. ნაწილობრივ დამწვარი ცხედარი საკუთარი ავტომობილით ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ჩაიტანა და კასრიანად მდინარე რიონში გადააგდო. მოკლულის ვინაობის დადგენა მხოლოდ ბიოლოგიური ექსპერტიზის შედეგად გახდა შესაძლებელი. შემთხვევა გასული წლის მაისში მოხდა.

დადგენილია, რომ მკვლელობის იარაღი ბრალდებულის კუთვნილი სანადირო თოფია. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები