რუსთაველის გამზირზე განხორციელებული დაკავებების შემდეგ, განმარტებები შსს-ში გაკეთდა. უწყებაში აცხადებენ, რომ აქციაზე 19 პირი დააკავეს, მათ შორის ერთი ძებნილი და ერთიც პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფია. რაც შეეხება ნიკა მელიას, სამინისტროს ინფორმაციით, ის უკვე თავისუფალია. უწყების განმარტებით, დაკავებულებმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს.