შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხოლოდ 2018 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 500-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ბოლო 10 წელიწადში ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად საქართველოში 7 ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა, 85 ათასმა ადამიანმა კი ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. ამასთან დაკავშირებით უწყებამ სოციალური კამპანია "მეტი სიცოცხლისთვის" წარადგინა.
ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციისთვის 2019 წლის ბოლომდე დამატებით ამოქმედდება 5 000-მდე ვიდეოკამერა, მათ შორის 2 100 ე.წ. ჭკვიანი ვიდეოკამერა. როგორც უწყებაში აცხადებენ, სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად 2018 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 11%-ით შემცირდა.