შსს აქციის ორგანიზატორებს პარლამენტის შესასვლელების ბლოკირების შეწყვეტისკენ მოუწოდებს - Palitra News

შსს აქციის ორგანიზატორებს პარლამენტის შესასვლელების ბლოკირების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

2019-11-18 15:12:36+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე შეკრებილ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებს, პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება შეწყვიტონ.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტის მუშაობისთვის ხელის შეშლა კანონით იკრძალება. პოლიცია აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, დაიცვან კონსტიტუცია და არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს.

შსს იუწყება, რომ ადმინისტრაციული ორგანოების შტურმის ან ბლოკირების გაგრძელების მცდელობის შემთხვევაში, პოლიცია შესაბამის რეაგირებას მოახდენს.