შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხში ხანძრის ლოკალიზებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ - "112"-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ ახალქალაქში, სოფელ კორხის მიმდებარედ, მთის ფერდობზე, შერეული ტყის მასივში გაჩნდა ხანძარი. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა ათეულობით მეხანძრე-მაშველისა და შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის მობილიზება. რთული რელიეფის მიუხედავად, მეხანძრე მაშველების დროული და ეფექტური რეაგირების შედეგად, 2-3 ჰა ფართობზე გავრცელებული ხანძრის ლოკალიზება უმოკლეს დროში მოხდა. ამჟამად, მიმდინარეობს ხანძრის ცალკეული კერების ლიკვიდირება. ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.